ფოტო-გამოფენა - საჯარო ლექცია

7 აპრილს, 14 საათზე ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში გაიხსნა 9 აპრილთან დაკავშირებული გამოფენა, რომელზეც პირველად გამოიფინა 9 აპრილის რამდენიმე, კონკრეტული ფოტო, რომელიც ინახება ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდებში. ასევე, ჩატარდა საჯარო ლექცია- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის  ბრძოლის ბოლო ეტაპი. განხილულ იქნა 9 აპრილის, როგორც ტრაგედიისა და გამარჯვების ორმხრივი მნიშველობა. ლექციას წარუძღვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი ქეთევან დეკანაძე.